ლევან იოსელიანი - ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს, ფაქტია, რომ გაჭიანურებული გამოსვლა-არ გამოსვლის ამბავი ყველას ბევრ უხერხულობას უქმნის
ლევან იოსელიანი - ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს, ფაქტია, რომ გაჭიანურებული გამოსვლა-არ გამოსვლის ამბავი ყველას ბევრ უხერხულობას უქმნის

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ნაკლებად აინტერესებს, რას აპირებს ნიკა მელია, თუმცა რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, გირაოს გადასახდელად კანონი მელიას თანხმობას არ ითვალისწინებს.

„ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს და რას გააკეთებს. ერთადერთი, სამართლებრივად გეტყვით, რომ პროცედურულად კანონი არ ითვალისწინებს მის თანხმობას, რათა გირაო იქნას გადახდილი, დანარჩენი, რაზეა თანახმა და რას შვება, მისი განცხადებების მონიტორინგი ნამდვილად არ შედის ჩემს დღის წესრიგში. ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში, ეს გაჭიანურებული არ გამოსვლის, თუ გამოსვლის ამბავი ყველას ძალიან ბევრ უხერხულობას უქმნის“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.