ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობა“ იშლება და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავთ, პარტიაში გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილის გარეშე რთულია და ესეც არის ამ დაპირისპირების მიზეზი
ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობა“ იშლება და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავთ, პარტიაში გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილის გარეშე რთულია და ესეც არის ამ დაპირისპირების მიზეზი

შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავით კეზერაშვილმა დაშალა და მან ამ ამოცანას თავი ძალიან წარმატებით გაართვა, რადგან ყველა დაპირისპირება მიმდინარეობს მის გამო და ასევე იმ დაფინანსების გამო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს უხდის და ნაწილს – არა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, „ნაცმოძრაობა“ იშლება.

„დიდი ხანია ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს პარტია გარდაიქმნება ევროპულ პარტიად, რომელიც ერთ ადამიანზე, ერთ ლიდერზე ჩამოკიდებული არ იქნება. ეს პროცესი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანცირებულია „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამან გამოიწვია ამ პროცესების დაჩქარება. „ნაცმოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილის გარეშე რთულია, სხვა გამოცდილება არ აქვთ და ესეც არის მიზეზი ამ დაპირისპირების. მათაც უნდა ისწავლონ ცხოვრება სააკაშვილის გარეშე, უნდა ელაპარაკონ ხალხს“, – განაცხადა იოსელიანმა.