ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შემოდიან იმ პირობებში, როცა არიან შერცხვენილები არა მხოლოდ კოლეგების, არამედ მხარდამჭერების წინაშეც
ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შემოდიან იმ პირობებში, როცა არიან შერცხვენილები არა მხოლოდ კოლეგების, არამედ მხარდამჭერების წინაშეც

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირეებად ვერ განვიხილავთ, ეს ცხადია, მოკავშირეები არც არასოდეს ვყოფილვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, რაოდენობაში არ არის მხოლოდ საქმე, ხარისხშია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ რამეს ვუწუნებ, მათ შორის პოლიტიკურ ხარისხს. თუნდაც, პოლიტიკური პრაგმატიზმის და გამჭრიახობის ნაწილში. პარლამენტში შემოდიან იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, რეალურად არიან შერცხვენილები არა მხოლოდ თავისი კოლეგების წინაშე, ვისაც ამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს, არამედ მათი მხარდამჭერების წინაშე, რადგან შემოდიან არაფრის გულისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.