ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ შევუერთდებით
ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ შევუერთდებით

„ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ შევუერთდებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის კონკრეტული პარტიის აქცია.

„ნაციონალური მოძრაობის აქციებზე რატომ უნდა ვიაროთ? ეს არის კონკრეტული პარტიის აქცია და პარტიულ აქციებში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ. მიხეილ სააკაშვილის მსჯავრთან დაკავშირებით რაც მის მიმართ არსებობს გირგვლიანის, „იმედის“ და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ის პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ახალ საქმეს, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით აღიძრა, ამ საკითხზე საერთოდ შეუძლებელია, რამე პოლიტიკური მოტივი არსებობდეს, რადგან დანაშაულებრივი მიზნით გადაწყვიტა შემოსულიყო ქვეყანაში. აღიარებული ფაქტია, რომ საზღვრის კვეთა მოხდა უკანონოდ. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების მხოლოდ ერთი მექანიზმი არსებობს. ეს არის პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა. სხვა სამართლებრივი მექანიზმი ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.