ლევან იოსელიანი - მოვიდა დრო, პარტიებმა ინდივიდუალურად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები და გადადგან ის ნაბიჯი, რაც ქვეყნის ინტერესშია
ლევან იოსელიანი - მოვიდა დრო, პარტიებმა ინდივიდუალურად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები და გადადგან ის ნაბიჯი, რაც ქვეყნის ინტერესშია

მოვიდა დრო, რომ პარტიებმა ინდივიდუალურად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები და გადადგან ის ნაბიჯი, რაც ამ ქვეყნის ინტერესშია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესში არის პოლიტიკური კრიზისის დასრულება.

„ეს ეხება არა მარტო ოპოზიციურ პარტიებს, ეს ეხება პირველ რიგში ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი, რომ პოლიტიკური კრიზისი საბოლოო ჯამში განიმუხტოს და პოლიტიკური პარტიები შევიდნენ პარლამენტში, პარლამენტი გახდეს ადგილი, სადაც ვილაპარაკებთ პირველ რიგში ხალხზე და ხალხის პრობლემებზე, რაზეც ჯერჯერობით საუბარი პარლამენტში ვერ და არ დაიწყო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.