ლევან იოსელიანი - მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, არ ვიცი, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას
ლევან იოსელიანი - მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, არ ვიცი, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას

მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, არ ვიცი, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ოპოზიცია თუ საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ვისურვებდი, რომ ოპოზიციას იმ სცენარზე გვესაუბრა, ჩვენი ემიგრანტები როგორ დავაბრუნოთ საქართველოში და როგორ შევუქმნათ პირობები, რადგან ხალხის უმრავლესობა წასულია გაჭირვების გამო. იქ დღე და ღამე შრომობენ და აქ ოჯახებს ინახავენ. სხვა მხრივ, მათ შესაძლებლობა ისედაც აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მონაწილეობას რატომ არ იღებენ? რადგან არალეგალურად იმყოფებიან, ამის შესაბამისი პირობები არ აქვთ. არ ვიცი, მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ოპოზიცია საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი შეთავაზების დეფიციატია ყველა მიმართულებით და განუწყვეტლივ არის საუბარი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისა და ერთი პარტიის გარშემო. საბოლოო ჯამში, ეს პოლარიზაცია და ამაზე ხელისუფლების პასუხები ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ყველა ფლუსტრირებულია და არავის იმედი აღარ აქვს. ბევრი რამეა დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, რას ვთავაზობთ ამომრჩეველს. ამომრჩეველი უკვე მარტივად ხმას აღარ გაძლევს, მას აინტერესებს, რას გააკეთებ მისთვის, როცა საკრებულოში ან პარლამენტში შეხვალ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.