ლევან იოსელიანი - მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ თავისი ადგილები დაიკავოს პარლამენტში, ეს გზავნილები აქვთ დასავლელ პარტნიორებსაც
ლევან იოსელიანი - მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ თავისი ადგილები დაიკავოს პარლამენტში, ეს გზავნილები აქვთ დასავლელ პარტნიორებსაც

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

„ვინც ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს, მგონი, ძალიან ღრმად ცდება, რადგან ასე არ ფიქრობენ ჩვენი ევროპელი კოლეგები. მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ თავისი ადგილები უნდა დაიკავოს პარლამენტში, ეს გზავნილები აქვთ დასავლელ პარტნიორებსაც“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანის შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ამ პროცესს ხელს არ უწყობს.

„პირიქით, აზიანებს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ შეთანხმება იყოს მიღწეული. პრემიერი ხელს არ უნდა უშლიდეს შეთანხმების შესაძლებლობას. არ მგონია, არჩილ თალაკვაძე ფიქრობდეს, რომ მოლაპარაკებას არ აქვს აზრი და დროის კარგვა არ ღირს“, – დასძინა ლევან იოსელიანმა.