ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, სად არის ქვეყნისა და ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები
ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, სად არის ქვეყნისა და ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები

ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა მხარეებმა გაიაზრონ, სად არის ქვეყნისა და ვიწრო პარტიული ინტერესები.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იოსელიანმა დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მხარეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათ გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს.

„შარლ მიშელი ვერ გააკეთებს იმას, რომ ოპოზიცია აიძულოს, ერთმანეთთან დასხდნენ და ილაპარაკონ. მან ისედაც ბევრი გააკეთა, ორივე მხარე ერთმანეთთან დასვა და დაუდო დღის წესრიგი, რომელიც ორივე მხარის წუხილს გამოხატავს და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ამაზე მოილაპარაკოთო. ორ კვირაში ქვეყნის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე უნდა იყოს საუბარი. ეს პოლიტიკური კრიზისი ამ ყველაფრისთვის ძალიან ნეგატიურია. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, სად არის ქვეყნისა და ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და ოპოზიციამ თავისი პასუხისმგებლობით ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და შეთანხმება შედგეს. კონკრეტული დოკუმენტი დევს, რომელზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს და ნაბიჯები გადადგან. პირველი ნაბიჯია ის, რომ მინიმუმ დასხდნენ და საუბარი დაიწყონ. დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა შედგეს“, – განაცხადა იოსელიანმა.