ლევან იოსელიანი - მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს, რომ შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯებს პოლიტიკური ფასი ექნება
ლევან იოსელიანი - მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს, რომ შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯებს პოლიტიკური ფასი ექნება

სამართლებრივ ნაწილში ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკლებლივ ყველა ადამიანი პასუხისგებაში უნდა მისცეს, პოლიტიკურ კომპონენტში ნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენებზე ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იქნება ეს გომელაური, თუ ღარიბაშვილი, მათ უნდა გადაწყვიტონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მთავრობისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმურა.

მისივე თქმით, ქვეყანას რაიმე სახის სანქცია თუ დაეკისრება, ამით ხალხი დაზარალდება.

„ეს განცხადება მიანიშნებს, რომ ეს ამბავი ასე მარტივად არ უნდა დასრულდეს. ქვეყნისთვის საფრთხეა ის, რომ თუ ქვეყანას რაიმე სახის სანქცია დაეკისრება, ამით არც მოსამართლეები და არც მინისტრები არ დაზარალდებიან, ხალხი დაზარალდება, ისინი, ვინც ეს თანხა უნდა მიიღოს. მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს, რომ შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯებს პოლიტიკური ფასი ექნება“, – აღნიშნა იოსელიანმა.