ლევან იოსელიანი – მგონია, რომ კრისტიან დანიელსონს მეორედ ჩამოსვლისას ბევრად განსხვავებული დღის წესრიგი ექნება და შეიძლება, მისი მედიატორობა ხისტიც იყოს

12:16, 24.03.2021

მგონია, რომ საქართველოში კრისტიან დანიელსონს მეორედ ჩამოსვლის დროს ბევრად განსხვავებული დღის წესრიგი ექნება და შეიძლება მისი მედიატორობა მკაცრი და ხისტიც იყოს, რადგან ხედავს, ქართველები როგორი ჯიუტები გამოვდექით, ჩვენი პირადი და პოლიტიკური ინტერესებიდან არ გამოვდივართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მეორედ ჩამოსვლის შედეგად, უფრო ქმედით და შედეგიან მედიაციას ელოდება.

„მოლაპარაკებებს პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს, არ ჩამოვიდოდა. ვინაიდან ჩამოდის, პერსპექტივას ხედავს. შეიძლება, პოზიციები იყოს დაახლოებული და სიტუაცია განიმუხტოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი