ლევან იოსელიანი - მგონია, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანთა მცდელობას, რომლებიც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდებიან
მგონია, რომ ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები დაიწყება, სადაც კრისტიან დანიელსონი განსხვავებულად წარმართავს ამ პროცესს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„კრისტიან დანიელსონს ექნება დღის წესრიგი, რომლის გვერდის ავლა ძალიან გაუჭირდება ორივე მხარეს, მაგიდის აყირავების ძალიან პატარა შესაძლებლობა იქნება და თუ ვინმე ამას მაინც გააკეთებს, ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ ფასს გადაიხდიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ეცდებიან, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანონ. მაგრამ მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანთა მცდელობას, რომლებიც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდებიან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.