ლევან იოსელიანი - მეგის ქარდავა დამნაშავედ არის ცნობილი, მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის მოსაზრებით, საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყოს, თუმცა მან პასუხი უნდა აგოს.
როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ყველა არჩევნების წინ საქართველოში რომელიღაც ოდიოზური პირის ექსტრადირება ხდება და ეს ირიბად საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„მეგის ქარდავა დამნაშავედ არის ცნობილი და მისჯილიც აქვს. მან კანონის წინაშე პასუხიც უნდა აგოს“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ საქართველოს პირველ არხს გუშინ განუცხადა, რომ „მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის“.