ლევან იოსელიანი – მაქვს მოლოდინი, რომ ქართველი პოლიტიკოსები შევძლებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებსა და ეგოზე წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესი

16:22, 12.03.2021

მაქვს მოლოდინი, რომ ქართველი პოლიტიკოსები შევძლებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებსა და ეგოზე წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგი ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ქართველი პოლიტიკოსები შევძლებთ ჩვენს პარტიული ინტერესებზე, ჩვენს ეგოზე უფრო წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესი. ამას თუ შევძლებთ, გაიმარჯვებს მთელი ქვეყანა და იმედი მაქვს, ყველაფერი დასრულდება მოლაპარაკებით. მგონი, ყველაფერი მიუთითებს უკვე იმაზე, რომ სხვა გამოსავალი არც ერთ მხარეს უბრალოდ არ აქვს. ბოლოს განვითარებული მოვლენები, ევროპაში გამართული მოსმენები, „აირაის“ ბოლო დასკვნა, საქართველოს მეგობრების გამოქვეყნებული წერილები, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველა თანხმდება ერთ რამეზე, ერთადერთი სწორი გამოსავალი არის შეთანხმება და პოლიტიკური დღის წესრიგის გადატანა ქუჩიდან პარლამენტში. ეს ასეც უნდა მოხდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი