ლევან იოსელიანი - კვლევებს არ დავდევთ, რადგან, როგორც წესი, არჩევნებზე განსხვავებული სურათია
ლევან იოსელიანი - კვლევებს არ დავდევთ, რადგან, როგორც წესი, არჩევნებზე განსხვავებული სურათია

ყველა პარტია ცდილობს, სათავისო კვლევები ჩაატაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევები რომ ნახოთ, იქ სულ სხვა სურათია ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კვლევები პარტია „მოქალაქეებისთვის“ რაიმეს მანიშნებელი არ არის.

„ეს კვლევები არ არის რაიმეს მანიშნებელი და მომცემი, რადგან ყველა პარტია ცდილობს, რომ თავის მხარდაჭერა აჩვენოს თავის შეკვეთილ კვლევაში. IRI-ის კვლევით, ჩვენი პარტიის საერთო ეროვნული პროცენტი ბევრად უფრო მაღალია, მათი კვლევით თბილისში აბსოლუტურად სხვა პროცენტი იყო. ამიტომ, სიმართლე რომ გითხრათ, ამ კვლევებს არ დავდევთ, რადგან როგორც წესი, არჩევნებზე განსხვავებული სურათია ხოლმე, არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა, რომ ეს მაჩვენებლები შეიცვალოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.