ლევან იოსელიანი - კომენტარებიდან ჩანს, რომ მანდატების გაუქმებაზე ყველა ოპოზიციონერი ერთნაირად არ ფიქრობს
ლევან იოსელიანი - კომენტარებიდან ჩანს, რომ მანდატების გაუქმებაზე ყველა ოპოზიციონერი ერთნაირად არ ფიქრობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მოლაპარაკება შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალია და ის უნდა გაგრძელდეს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა ოპოზიციონერი ერთნაირად არ ფიქრობს. ზოგი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მანდატების გაუქმების მიზნით უნდა მიმართონ, ზოგი ასე არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, ეს კომენტარებიდან ჩანს. ჩემს გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტში კონკრეტული დეპუტატების განცხადებები შემოვა. ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ სწორია, პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცე იყოს დატოვებული, ამას სჭირდება მანდატების შენარჩუნება, მაგრამ მეორე მხრივ, მესმის მათიც, ვისაც აღარ უნდა მანდატის ფლობა და ამბობს, რომ გაუქმდეს, ეს მათი კონსტიტიციური უფლებაა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.