ლევან იოსელიანი – ინიციატივა გვაქვს, ფარული ჩანაწერების საკითხი საკანონმდებლო ორგანომ გამოიძიოს

15:22, 09.03.2021

ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო არა იმაზე, ვინ გაავრცელა, არამედ შინაარსზე, მაგრამ ამაზე გამოძიებას არავინ არ დაიწყებს, – ამის შესახებ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გამოძიება ჩანაწერების შინაარსზე უნდა დაწყებულიყო.

„ამიტომ, ინიციატივა გვაქვს, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანომ გამოიძიოს, რადგან რეალურად, პროკურატურის მიმართ ნდობა, რომ შინაარსს გამოიძიებს და იქ ფიგურანტი ადამიანების პასუხისმგებლობას დაადგენს, ამის ალბათობა არის ფაქტობრივად ნული“, – განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დღეს დაიწყო.

მსგავსი