ლევან იოსელიანი - გიორგი ვაშაძის მოძრაობებზე ვერაფერს გეტყვით, ზოგადად, მოძრაობა კარგია, მაგრამ გააჩნია, ვისთან ერთად
ლევან იოსელიანი - გიორგი ვაშაძის მოძრაობებზე ვერაფერს გეტყვით, ზოგადად, მოძრაობა კარგია, მაგრამ გააჩნია, ვისთან ერთად

ზოგადად, მოძრაობა კარგია, მაგრამ გააჩნია, ვისთან ერთად, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებულ პროევროპულ მოძრაობასთან დაკავშირებით.

„გიორგი ვაშაძის მოძრაობებზე ვერაფერს გეტყვით. მე ვიცი, სამუშაო ჯგუფებში რას ვაკეთებ. ისინი იქ წარმოდგენილი არ არიან და სად მოძრაობენ, ჩემთვის უცნობია. ზოგადად, მოძრაობა კარგია, მაგრამ გააჩნია, ვისთან ერთად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის თქმით, უნდა დაიწყონ საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელიც, როგორც ვაშაძე ამბობს, ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს.