ლევან იოსელიანი - ფასილიტატორების გარეშე ერთ სივრცეში შეკრება წინ გადადგმული ნაბიჯია, ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ
ლევან იოსელიანი - ფასილიტატორების გარეშე ერთ სივრცეში შეკრება წინ გადადგმული ნაბიჯია, ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ

ერთ სივრცეში ადამიანების შეკრება წინ გადადგმული ნაბიჯია, როცა ამას ფასილიტატორები არ ესწრებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გარკვეული ფორმატის შექმნა, სადაც სულ მცირე, საუბარი დაიწყება.

„ერთ სივრცეში შეკრება, როცა ამას ფასილიტატორები არ ესწრებოდნენ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. ამ საუბრის დასაწყისია ის, რომ ერთმანეთს შევხვდით, მივესალმეთ და ამის შემდეგ შეიძლება, ნაბიჯები გადაიდგას. ეროვნული თანხმობა აუცილებელია, რათა იმ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რაც ქვეყანას აქვს. განსაკუთრებით, რეგიონულ ჭრილში რუსეთის აგრესიის ფონზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.