ლევან იოსელიანი - ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა
ლევან იოსელიანი - ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისცეს ოპოზიციამ არგუმენტი ხელში, რომ შემდგომ ისევ ოპოზიცია დაადანაშაულოს იმაში, რომ 12 პუნქტი არ შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა. ეს არის ერთადეთი სწორი გამოსავალი. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისცეს ოპოზიციამ არგუმენტი ხელში, რომ შემდგომ ისევ ოპოზიცია დაადანაშაულოს იმაში, რომ 12 პუნქტი არ შესრულდა. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, უცხოელებმა გვითხრან ის, რაც დღესავით ცხადია, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ და ჩვენი კოლეგებიც, უკვე ორი კვირაა. ერთადერთი სწორი გამოსავალია, დაჯდე მაგიდასთან და იმუშაო იმ პუნქტების შესრულებაზე, რაც გეგმაშია; თუ ვიღაც არ ასრულებს ამ პუნქტებს, ესეც საჯარო გახადო და უთხრა საზოგადოებას. აქ რადიკალიზმი და თავის თავზე ზედმეტის აღება, პროცესის საწინააღმდეგოა და აზიანებს პერსპექტივას. ძალიან ცხადი, პირდაპირი ტექსტით იყო ნათქვამი – თქვენ ამ პროცესს უნდა შეუერთდეთო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.