ლევან იოსელიანი - არახამიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის
ლევან იოსელიანი - არახამიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ არახამიას ქართული გვარი აქვს, საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„შეიძლება, მას თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმით სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა სცდება იმ ურთიერთობებს, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა.

არახამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მეგობრობაზე ბევრი რამე მსმენია, მაგრამ მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მისი განცხადებების უკან რა დგას. რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ასეთი სახის ჩარევა შიდა პოლიტიკაში და ყველას კრიტიკა, ვინც მათ პოლიტიკურ ხაზს არ ეთანხმება, სწორი არ არის. საქართველოდან არახამიას საუბარს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იმსახურებს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს.