ლევან იოსელიანი - ჩვენ გვინდა, თვითმართველობის არჩევნებს შევხვდეთ მომზადებული, შესაბამისი კანონმდებლობით და რეფორმით
ლევან იოსელიანი - ჩვენ გვინდა, თვითმართველობის არჩევნებს შევხვდეთ მომზადებული, შესაბამისი კანონმდებლობით და რეფორმით

„მოქალაქეების“ წარმომადგენელის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მის პარტიას პარლამენტისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს, რადგან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.

იოსელიანის თქმით, მათი სურვილია, თვითმართველობის არჩევნებს შეხვდნენ მომზადებული, შესაბამისი კანონმდებლობით და რეფორმით.

„ოფიციალურად მიმართული არ აქვს ორ პარტიას, ჩვენ და „გირჩს“, რადგან ველოდებით, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. როცა დასრულდება მოლაპარაკებები, შემდეგ გაირკვევა, ვისი უფლებამოსილება შეწყდება და ვისი – არა. შეიძლება, ხელისუფლებამ კიდევ გადაწიოს კენჭისყრის პროცესი და კიდევ მისცეს პოლიტკურ პარტიებს ვადა, რათა იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, არ ვიცი, ეს მათი საქმეა. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ, ჩვენ გვინდა, თვითმართველობის არჩევნებს შევხდეთ მომზადებული, შესაბამისი კანონმდებლობით და რეფორმით, ჩვენი ამოცანაა, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, – განაცხადა იოსელიანმა.