ლევან იოსელიანი - ცესკო-ს ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, ამიტომ მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ
ლევან იოსელიანი - ცესკო-ს ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, ამიტომ მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ

ცესკო-ს ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, ამიტომ მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მათი მოსმენის შემდეგ მიიღებს.

„ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით ნათელი პოზიცია, რომ ეს კანდიდატი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირი, ანუ მის გარშემო შესაძლებელი იყოს, როგორც პოლიტიკური კლასის კონსოლიდაცია, ასევე საზოგადოების კონსოლიდაცია. ორივე კანდიდატი, ვინც არის შემოთავაზებული, არის სისტემის მიერ, ამიტომ მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. რაც შეეხებათ წევრებს არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, მგონი, ორს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების დადებითი დახასიათება. მოვედი, რომ დავუსვა კითხვები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერ მხარს და ვის არა“, – განაცხადა იოსელიანმა.