ლევან იოსელიანი - ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დარჩენას იმსახურებდა, შალვა ნათელაშვილს კი, ბიუჯეტიდან ხუთ მილიონზე მეტი აქვს აღებული და ერთხელაც არ მოსულა
ლევან იოსელიანი - ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დარჩენას იმსახურებდა, შალვა ნათელაშვილს კი, ბიუჯეტიდან ხუთ მილიონზე მეტი აქვს აღებული და ერთხელაც არ მოსულა

ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დარჩენას იმსახურებდა, შალვა ნათელაშვილს კი, ბიუჯეტიდან ხუთ მილიონზე მეტი აქვს აღებული და პარლამენტში ერთხელაც არ მოსულა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა უნდა ყოფილიყო.

„ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დარჩენას იმსახურებდა, ის არ იყო ფუქსავატი დეპუტატი, თავის უფლებამოსილებას კარგად ასრულებდა. შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დავუჭირეთ. შალვა ნათელაშვილი ჩვენზე იმაზე მეტს ვერ იტყვის, რასაც ამბობს და მაბრალებს, რომ ვართ შემოგზავნილები, სუს-ის აგენტები. ჩემი მხრიდან ადგილი პირად შურისძიებას კი არ ჰქონდა, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარზე მეტი აქვს აღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელაც არ მოსულა. არ ვფიქრობ, რომ ერთმა პარტიამ მოქალაქეების ფული უნდა ჭამოს. პარლამენტში ყოფნა თუ არ უნდა, ფულიც არ უნდა აიღოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტმა დღეს კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.