ლევან იოსელიანი - არჩევნებისადმი ნდობა რომ არ არსებობს, იმიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ერთ-ერთი პარტიის ლიდერი საპატიმროში
ლევან იოსელიანი - არჩევნებისადმი ნდობა რომ არ არსებობს, იმიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ერთ-ერთი პარტიის ლიდერი საპატიმროში

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, საარჩევნო რეფორმის შედეგად, არჩევნებისადმი ნდობა უნდა გაიზარდოს.

როგორც მან სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკანონმდებლო დონეზე ძირითადი საკითხები შეჯერებულია.

„ახალი საარჩევნო ცვლილებების შედეგად, არჩევნები ნდობის საფუძველი უნდა გახდეს. ეს ნდობა რომ არ არსებობს, ამიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ერთ-ერთი პარტიის ლიდერი საპატიმროში, რადგან ეს ყველაფერი არჩევნებისადმი უნდობლობამ გამოიწვია. საკანონმდებლო დონეზე ძირითადი საკითხები შეჯერებულია. რჩება რამდენიმე საკითხი, რაზეც შეხვედრა კიდევ გაიმართება. ჯერ პროცესი დასრულებული არ არის. საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მემორანდუმის სულისკვეთებას პასუხობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.