ლევან იოსელიანი - არ ვიცი, კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“ წარმატებას მოუტანს თუ არა, მაგრამ პარტიაში გამოკვეთილი რეიტინგის მქონე ლიდერია და არ გამკვირვებია, რომ მერობის კანდიდატად გადაწყდა
ლევან იოსელიანი - არ ვიცი, კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“ წარმატებას მოუტანს თუ არა, მაგრამ პარტიაში გამოკვეთილი რეიტინგის მქონე ლიდერია და არ გამკვირვებია, რომ მერობის კანდიდატად გადაწყდა

არ ვიცი, კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“ წარმატებას მოუტანს თუ არა, მაგრამ პარტიაში ცალსახად გამოკვეთილი რეიტინგის მქონე ლიდერია და არ გამკვირვებია, რომ მერობის კანდიდატად გადაწყდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დაანონსებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციას მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება გაუჭირდება, ცალკეული პარტიები კი შეიძლება, შეთანხმდნენ.

„არ ვიცი, კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“ წარმატებას მოუტანს თუ არა, მაგრამ ის პარტიაში ცალსახად გამოკვეთილი რეიტინგის მქონე ლიდერია და არ გამკვირვებია, რომ მერობის კანდიდატად გადაწყდა. სრულიად ოპოზიციას მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება გაუჭირდება, ცალკეული პარტიები შეიძლება, შეთანხმდნენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.