ლევან იოსელიანი – არ არის სწორი, თუნდაც ერთჯერად ვადამდელ არჩევნებს გადავაყოლოთ მართლმსაჯულების რეფორმა
„მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.
ლევან იოსელიანმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, „მოქალაქეების“ პოზიცია ნათელია, რომ არ იქნება სწორი მართლმსაჯულების რეფორმაზე უარის თქმა თუნდაც ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის.
„ჩვენი პარტიის პოზიცია ძალიან ნათელია, მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რახან დევს მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება თუნდაც ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის, არ არის სწორი და ავნებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.