ლევან იოსელიანი - აქციები ვერ იქნება დრამატული პროცესების მომასწავებელი, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, რომელიც ვიცით, ბოლოს როგორ სრულდება
აქციები ვერ იქნება დრამატული პროცესების მომასწავებელი, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, რომელიც ვიცით, ბოლოს როგორ სრულდება, – განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს.
იოსელიანის თქმით, დაანონსებული აქცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ გამოიღებს.
„ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს, ვერანაირ პოლიტიკურ შედეგს ვერ გამოიღებს.
აქცია კონსტიტუციური უფლებაა და ასე შეუძლიათ, საკუთარი აზრი გამოხატონ, მაგრამ ეს ვერ იქნება დრამატული პროცესების მომასწავებელი ქართულ პოლიტიკაში. მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, რომელიც ვიცით, როგორ სრულდება ბოლოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.