ლევან იოსელიანი - ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს ისეთი ცვლილებები, რომელიც მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება
ლევან იოსელიანი - ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს ისეთი ცვლილებები, რომელიც მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის მოსაზრებით, თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, მაშინ, როცა ადამიანებს კონკრეტული პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, აქცენტების ზოგად პოლიტიკურ თემებზე გამახვილება არასწორია.

მისი თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, მოქალაქეების ნახევარზე მეტი ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოსაზრებას არ იზიარებს.

„ამომრჩეველთა უმრავლესობას ცვლილებები სურს და უნდა, რომ ეს ცვლილება მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე აისახოს. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები. თუ შესაძლებელი იქნება, ოპოზიციას მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავდეს ბევრ ქალაქში, ეს ოპოზიციის გამარჯვება იქნება და ამით პრობლემები უფრო სწრაფად, ეფექტურად მოგვარდება. ეს აინტერესებს ხალხს და არა ის, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მოსახლეობის ყოველდღიურობასთან კავშირში არ არის“, – აღნიშნა იოსელიანმა.