ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარტიებს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარტიებს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ

მიმაჩნია, რომ პარტიებმა, რომელთაც არ აქვთ საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ასეთი ანონსებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ამით მხოლოდ უიმედობას და იმედგაცრუებას თესავენ საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციის ნაწილი მიერ სექტემბრისთვის დაანონსებულ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს საბოლოო ჯამში ისევ ოპოზიციას უბრუნდება ძალიან ცუდად“.

„ჩამოთვლილ პარტიებს არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ რაღაც სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე ჰქონდეთ პრეტენზია. ამიტომ, მიმაჩნია, ეს მაშინ უნდა გააკეთო, თუ ამის რესურსი გააჩნია, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს და თუ არა გაქვს, უბრალოდ ამაზე საუბარი საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს, რომელიც ამ რადიკალიზაციით მხოლოდ სარგებლობს. ათი წლის განმავლობაში თუ ეს ვერ დაინახეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა იოსელიანმა.