ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილზე არსებული ვითარების შესაფასებლად მივიდა
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილზე არსებული ვითარების შესაფასებლად მივიდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მივიდა.

იოსელიანის თქმით, პარლამენტთან იმყოფება, რათა შეაფასოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და სამართალდამცველების მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობა.

„მოვინახულეთ ადამიანები, როლებმაც მიიღეს რაღაც ტიპის დაზიანებები და გაეწიათ სამედიცინო დახმარება. ვცდილობთ, ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში. ამავე დროს, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შსს-ს, რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა, რათა არ მოხდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება. ამისთვის ვართ აქ, რომ შევაფასოთ ამ ძალის გამოყენების პროპორციულობა, ამაზე მუშაობენ ჩემი თანამშრომლები. აქ იმიტომ ვარ მოსული, რომ სწორად შევაფასო არსებული მოვლენები. სახალხო დამცველის ოფისი ამ ყველაფერზე გააკეთებს შეფასებას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.