ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ 20 მაისს დაკავებულმა ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ 20 მაისს დაკავებულმა ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 20 მაისს დაკავებულმა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დაკავებული ადამიანები მოინახულეს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში, ჩემი ინფორმაციით 17-მდე ადამიანი არის დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ. ხოშტარიამ უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ჩვენ ჩვენი უფლებების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, – აღნიშნა იოსელიანმა.

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია გუშინ თელავის პოლიციასთან დააკავეს.