ლევან იოსელიანი - 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს
ლევან იოსელიანი - 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს

კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ მედიაზე, მოქალაქეებზე თავდასხმა და ქუჩაში მოძალადე ჯგუფების თარეში არავის შერჩება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ხელისუფლება ან ამას გამოიძიებს პასუხისმგებლობით და ამ ამბებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს, ან ჩვენი პარტნიორებისგან ზეწოლა კიდევ გაძლიერდება. არ ვიცი, პროცესი სანქციებამდე მოვა თუ არა, მაგრამ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და ყველა ვინც, დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული“, – განაცხადა იოსელიანმა.