ლევან იოსელიანი - 20 ივნისის საქმეები უნდა დასრულდეს, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს
ლევან იოსელიანი - 20 ივნისის საქმეები უნდა დასრულდეს, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს

20 ივნისის საქმეები უნდა დასრულდეს, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ჩვენ თუ სადღაც ვერ მოვნახავთ სივრცეს, რომ პოზიციები დავაახლოვოთ და ეს ყველაზე მარტივი 20 ივნისის საქმეებზეა, რადგან ის, რაც კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ეწერა, რომ საყოველთაო ამნისტია უნდა იყოს და 20 ივნისის ფიგურანტების მიმართ ყველანაირი დევნის შეწყვეტა მოხდეს, ეს არის სწორი. ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს. ამიტომ ველოდები, რომ ნიკა მელიას მიმართაც ამ სულისკვეთებით და ამ კონტექსტით იქნება შეთანხმება მიღწეული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა.