ლევან იოსელიანი - 20 ივნისი ვეღარ იქნება გამოყენებული ინსტრუმენტად, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მხარეები ამაზე უნდა შეთანხმდნენ
თუ ვიტყვით, რომ ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში. თუ 20 ივნისის საქმის ამნისტიაზე ვმსჯელობთ, ეს საკითხი მთლიანად უნდა გადავფურცლოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, 20 ივნისი ვეღარ იქნება გამოყენებული ინსტრუმენტად, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პოზიციებს შორის დიდი სხვაობა არ არის. საუბარი იქამდე დავიდა, რომ დაზარალებულების თანხმობა-ართანხმობაა მთავარი განმასხვავებელი, რაც მგონია, რომ არ არის ის საკითხი, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგებოდა, თუმცა მაინც გადაწყდა, რომ ორივე მხარე თავიან ვერსიას დაარეგისტრირებდა. თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში. თუ 20 ივნისის საქმის ამნისტიაზე ვმსჯელობთ, ეს საკითხი მთლიანად უნდა გადავფურცლოთ და ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ხელისუფლება რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს, 20 ივნისი ვეღარ იქნება გამოყენებული ინსტრუმენტად, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ“, – განაცხადა იოსელიანმა.