ლევან გოგიჩაიშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისია თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს
ლევან გოგიჩაიშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისია თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისია თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, რადგან თუ ადამიანს დასახმარებლად ეძახი, გამზადებული პროექტი არ უნდა დაახვედრო.

როგორც პირველ არხს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისია რისთვისაც ჩამოჰყავდათ, იმ საკითხმა აზრი დაკარგა, რადგან კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, შესაბამისად, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ფარსი იყო მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, რაც არ მომხდარა და ასევე პარტნიორების მხარდაჭერაც არ გაითვალისწინეს.

„ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, რადგან თუ ადამიანს დასახმარებლად ეძახი, გამზადებული პროექტი არ უნდა დაახვედრო. ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო ხელში ჩინჩალაძეს ჩაუგდოს, რაც ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენი ვენეციის კომისიასთან თავად არკვიონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოში 1-2 აპრილს ეწვევიან. მათი ვიზიტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომზადებულ კანონპროექტს ეხება.