ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო, საკონსტიტუციო ცვლილებები ისედაც გავა
ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო, საკონსტიტუციო ცვლილებები ისედაც გავა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო, საკონსტიტუციო ცვლილებები ისედაც გავა, – აცხადებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, მათი ფრაქცია მზადაა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი საარჩევნო სივრცე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფრაქცია მზად არის, დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველანაირი დათქმების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს არჩევნები, სადაც ადამიანები შეძლებენ, ზედმეტი ემოციების გარეშე, პრაგმატულად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება, მათი აზრით, მათი ქვეყნის მომავალი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.

როგორც პოლიტიკოსს, მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით ამას ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება“. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო. თუ ისინი არ აპირებენ მხარდაჭერას, ნუ დაუჭერენ, ეს ცვლილებები ისედაც გავა. ჩვენთვის მთავარია მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.