ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს
ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რუსთაველის გამზირზე გუშინ მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.

„როგორც სოციალური ქსელებიდან და დემონსტრაციაზე მყოფი ადამიანებიდან ვიცით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა იმ დროს მიატოვეს, როცა მათ მიერ პროვოცირებულმა პოლიციელებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის პრობლემების შექმნა დაიწყეს. რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები გაიქცნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ეს ორი მახინჯი ძალა მაქსიმალურად უნდა შევიწროვდეს და მათი ამომრჩევლის შემცირება მოხდეს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.