ლევან გოგიჩაიშვილი - მომავალ კვირაში დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება
ლევან გოგიჩაიშვილი - მომავალ კვირაში დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება

მომავალ კვირაში დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან, დღეს შექმნის ვითარებას ცუდად იყენებენ.

„ჩვენ ვნახეთ კონტროლს მიღმა მოსამართლეები, რომლებიც შემოდიან პოლიტიკურ დებატებში და ყველაფერს კადრულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათზე დიდი წარმოდგენა არასდროს გვქონია. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცესი შეიძლება გარანტირებულად ისე დამთავრდება, როგორიც არის საზოგადოების დაკვეთა. როგორც ჩანს, უფრო მეტი მცდელობა მოგვიწევს, რომ ქვეყანას ავარიდოთ იმ ხალხის გემოვნებით შერჩეული მოსამართლეები, ამიტომ განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.