ლევან გოგიჩაიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, რაშიც ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის
ლევან გოგიჩაიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, რაშიც ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კომიტეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, თუ საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება. კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიტერიუმები საჭიროა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს.ცვლილებები შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს.