ლევან გოგიჩაიშვილი - ირაკლი კობახიძე არაადეკვატურია, თანამდებობას არ შეეფერება და რეალობის განცდა აქვს დაკარგული
ლევან გოგიჩაიშვილი - ირაკლი კობახიძე არაადეკვატურია, თანამდებობას არ შეეფერება და რეალობის განცდა აქვს დაკარგული

რეგრესი ყოველდღიურად ხდება, მორალური ზღვარი იშლება იმ ფასეულობებს შორის, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი, თანამდებობას არ შეესაბამება, რომელზეც არის. რეალობის განცდა დაკარგული აქვს, მორალურზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ჩინჩალაძის მორალია, როცა ამბობ, რომ ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ დღევანდელი განცხადებით საკუთარ მორალს გაუსვა ხაზი.

„ამას ვთვლი არაადეკვატურად, თავის თავში, სამწუხაროდ, ვერ არის დარწმუნებული. ვწუხვარ, რომ რეგრესი ყოველდღიურად ხდება. მორალური ზღვარი იშლება იმ ფასეულობებს შორის, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამბობს, რომ ყველა კარგი იყო, ჩემი ციხის უფროსიც. მურუსიძე კარგიც გახდა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კონსენსუსი, რომელიც დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს“.