ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას - ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ, სამადაშვილთან?
ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას - ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ, სამადაშვილთან?

ბატონო გიორგი, სალომე სამადაშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან ბაქიბუქს სჯობდა, ჩვენ შეგვხვედროდით და რეალურ კითხვებზე პასუხი გაგეცათ. ეს კომფორტი აღარ გექნებათ, რა კომფორტსაც იქმნით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ვერ გექნებათ პოზიტიური დღის წესრიგი, გამორიცხულია, რადგან თქვენი დღის წესრიგი მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“. როდესაც აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, თქვენც შეთხელდებით ელექტრონული თვალსაზრისით. მინდა, დაგისვათ იმ ადამიანების კითხვები, რომლებიც აღარასდროს მისცემენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. როგორ მოახერხეთ ბატონებო, რომ კაციჭამია მოსამართლეებს, თამარ ალანიას ნიშნავთ უვადო მოსამართლედ. ადამიანს, რომელმაც ყველა ის ადამიანი გააუბედურა, რომელიც იყო მასთან საქმე გავლილი. როგორ ახერხებთ, ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი პროკურორებით გაავსოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. როგორ გაბედეთ, წარგედგინათ ლონდა თოლორაია, რომელიც იყო ერთ-ერთი სასტიკი პროკურორი არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ზემოქმედებაში. რას საუბრობთ, ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ, სამადაშვილთან? თუ გინდათ, რეალურ კითხვებს პასუხი გასცეთ, რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. პანკისი ბატონმა ვახტანგმა თქვა, რომ იყო შეცდომა, კიდევ აპირებთ ასეთი შეცდომების დაშვებას, რომ რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის სტაბილურობა?

როცა საუბრობთ ბიზნესსა და გაძლიერებაზე, ვის გულისხმობთ, შემთხვევით იმ ადამიანებს ხომ არა, ვისი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდით ამ წლების განმავლობაში. კორუფციაზე რომ საუბრობთ, მიიხედეთ უკან და ჰკითხეთ, რატომ იყვნენ თანამდებობებიდან​ გადამდგარები თავის დროზე ადამიანები, რას ედავებოდნენ, კორუფციას ხომ არა. ასი მილიონი რომ შეგვიჭამეს ყველას ერთად თვალსა და ხელს შუა, გეძინათ? მაინტერესებს. უსაფრთხოებას და შს სამინსიტროს ეძინა? თუ მარტო ფინანსურ პოლიციას აქვს ექსკლუზივი ასეთ დანაშაულთან ბრძოლის. რა ტიპის მმართველობა არის საქართველოში, როდესაც კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული, ინსტიტუციებსა და სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი აღარ არსებობს და ერთი ხელით იმართება, როდესაც თქვენს ხასიათზე ათრევთ ადამიანებს პროკურატურაში, ანაკლიის პროექტს აგდებთ, პოლიციურ და პოლიტიკურ დევნას ახორციელებთ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.