ლევან გოგიჩაიშვილი - დავტოვებ თუ არა პარტიას, ჩემს თავში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს
ლევან გოგიჩაიშვილი - დავტოვებ თუ არა პარტიას, ჩემს თავში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს

დავტოვებ თუ არა პარტიას, ჩემს თავში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გოგიჩაიშვილმა ისაუბრა იმ საკითხზე, რასაც „ქართული ოცნების“ გუშინდელ განცხადებაში არ ეთანხმება.

„ამა თუ იმ ფორმით, ჩემს თავში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. ამ გადაწყვეტილებას როდის გავახმოვანებ, ამას ჩემთვის დავიტოვებ. ზუსტად მინდა დავინახო, სად დავშორდით და სად ვერთდებით. ჯერჯერობით, პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება არის ის, რომ ვშორდებით. ეს ის დაკვეთა არ არის, რა დაკვეთითაც „ქართული ოცნება“ დღეს ხელისუფლებაშია. იმ მორალურ ზღვარს ვერ გადავლახავ, სადაც ჩემსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის კატეგორიულად ისიც მიუღებელია, რომ შენ ასიათასობით ადამიანს უთხრა, თუ მაგალითად, გვრიტიშვილი არ მოგწონს და ამას იტყვი, „ნაციონალური მოძრაობა“ ხარ. ეს შეურაცხმყოფელია. მე ჩემს შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში ვარ და დიდი ხანია, ვიტან. ვიცი, სად, როგორ და რა ავიტანო, სად როგორ უნდა მოვიქცე. ამ როლში ყოფნას არც არავინ მაიძულებს ხოლმე. ეს ჩემი არჩევანია. აზრს არაფერი შემაცვლევინებს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.