ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდეს
ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, შესაძლოა, უმრავლესობასთან ჩანიშნულ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწროს.

„დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საკითხზე, მიმდინარე რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკაზე, პარლამენტზე, მთავრობასა და პარტიაზე. იცით, რომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებია და ჩვენ გვეყოლება კანდიდატი, რომლის ვინაობა მალე ცნობილი გახდება. მისი თქმით, მას წინასწარ არ უნდა საუბარი ვანისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობასთან დაკავშირებით, რადგან პარტია ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნება“ დღეს ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაასახელებს.