ლევან გოფოძე - ტესტები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, ძალიან მაღალი სანდოობისა, ახლა უპირატესობას სწორედ ამ ტესტებს მივანიჭებდი
ლევან გოფოძე - ტესტები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, ძალიან მაღალი სანდოობისა, ახლა უპირატესობას სწორედ ამ ტესტებს მივანიჭებდი

ტესტები, რომელიც დღეს ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, ძალიან მაღალი სანდოობისაა და ოქროს სტანდარტია, პირადად მე უპირატესობას ამ წუთას სწორედ ამ ე.წ. პისიარ ტესტებს მივანიჭებდი, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა საუბარია ვირუსის გამოხატულ სიმპტომებზე, ტესტი მაღალი სანდოობის უნდა იყოს. ასეთი კი, ე.წ. ოქროს სტანდარტია.

„ამ წუთს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს. ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური სიმპტომები, რომელიც ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსის კლინიკურ სიმპტომებს. ამიტომ ჩვენთან წარმოებული ტესტების საიმედოობის ხარისხი ძალინ მაღალი იყოს, ანუ სანდოობა იყოს მაღალი. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ნეგატიურია, მაშინ ასეთი პაციენტები აქედან გაგვყავს სხვადასხვა ზონებში. საეჭვო პასუხით მათი გაყვანა არ იქნებოდა სწორი. ტესტები, რომელიც კეთდება დღეს ლუგარის ლაბორატორიაში, ე.წ. პისიარ ტესტები, არის ძალიან მაღალი სანდოობის და ოქროს სტანდარტია, პირადად მე უპირატესობას ამ წუთას მივანიჭებდი სწორედ ამ პისიარ ტესტებს.

ეს უფრო იქნება მასიური კვლევისთვის. ახლა ძალიან ბევრი ადამიანს უნდა, რომ გაიკეთოს ანალიზი. „ვაიმე და ხომ არ მჭირს“ – ასეთი ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია სწრაფი ტესტების არსებობა, მაგრამ, როცა კლინიკაზე ვსაუბრობთ, როდესაც სერიოზულ პაციენტებზეა საუბარი, გამოხატული ნიშნებით, რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტის ტესტი უნდა იყოს გამოყენებული ყველა შემთხვევაში.” განაცხადა ლევან გოფოძემ.