ლევან ჟორჟოლიანი - შვეიცარიული კომპანიის მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დასაზღვევად დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები
ლევან ჟორჟოლიანი - შვეიცარიული კომპანიის მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დასაზღვევად დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები

შვეიცარიული კომპანიის, GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანდება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დღეს გააცნო.