ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლების, გადატვირთვისთვის.
„საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.