ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

10:35, 09.10.2025

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან ჟორჟოლიანმა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერი პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მსგავსი