ლევან ჟორჟოლიანი – გაერო-ში პრემიერის ვიზიტი დაიწყო, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს

18:35, 21.09.2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა.

როგორ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები.

„მონაწილეობას მიიღებს ასევე დისკუსიებში რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე. დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. მას ასევე ექნება საშუალება, მიმართოს სამიტის მონაწილეებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი