ლევან ჟორჟოლიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში UNICEF-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

16:42, 28.03.2025

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში UNICEF-ის რეგიონულ დირექტორს, რეჯინა დე დომინიკისს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებების, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების საკითხებს.

„საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს, რომლებზეც საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების მონაწილეობით მოქმედი მმართველი კომიტეტი აქტიურად მუშაობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ მუშავდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელსაც გაერო-ს სააგენტოებთან ურთიერთობის პროგრამა დაეფუძნება. მხარეებმა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი