ლევან ჟორჟოლიანი – 10-წლიან სტრატეგიაში იქნება განსაზღვრული, რა მიზანს უნდა მიაღწიოს თითოეულმა უწყებამ კონკრეტული წლისთვის, შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და მოხდება ბიუჯეტის დაგეგმვაც
10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის. ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები.
„პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, ეს იქნება სტრატეგია 2026-2035. ჩვენ ახლა მოქმედი სტრატეგია გვაქვს 2030. განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები, ის იქნება გაცილებით ლაკონური, მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ, დარგმა რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე. ჩვენც და მოსახლეობამაც უნდა ვიცოდეთ, თუ სად იქნება ესა თუ ის დარგი, ინფრასტრუქტურა და რამდენი წლის მერე და რა მდგომარეობაში და რა შედეგები გვექნება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და თავდაცვის მიმართულებებით“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.